24 January 2017
საქართველოს უნივერსიტეტი ავტორიტეტული საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის ინსტიტუციური წევრი გახდა
საქართველოს უნივერსიტეტი Ceeman-ის ინსტიტუციური წევრი გახდა. CEEMAN არის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია. იგი დაარსდა 1993 წელს და მისი მიზანია დააჩქაროს მართვის ხარისხის მენეჯმენტის განვითარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
დღესდღეობით იგი აერთიანებს განათლების ხარისხით და ინოვაციებით დაინტერესებულ ინსტიტუტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი წევრებია ავტორიტეტული ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და ინსტიტუტები ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და აზიიდან.
Ceeman ახორციელებს ბიზნეს სკოლების საერთაშორისო აკრედიტაციას; ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.
აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ამ ორგანიზაციის წევრის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს აქვს, რაც მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტის აღიარებას კიდევ უფრო ზრდის.